სახანძრო კვამლის ხაზური შემტყობინებელი არტონი-DL1

თავისებურებები:

  • ხანძრის საიმედო აღმოჩენა სიგნალის ინტელექტუალური ანალიზის რეალიზების გზით ჩაშენებული მოკროკონტროლერის მეშვეობით.
  • შემტყობინებლის დაკალიბრების გამარტივებული პროცედურა დაყენების ადგილზე. დაკალიბრება ხორციელდება „ტესტი/დაკალიბრება“ ღილაკის დაჭერით მიმღების ბლოკში.
  • დრეიფის კომპენსაციის ჩაშენებული მექანიზმი (მათ შორის ოპტიკური სისტემის კომპონენტების დაბინძურების კომპენსაცია). აღნიშნული მექანიზმი ავტომატურად აყენებს შემტყობინებლის ამუშავების ზღვარს ქარხნულ დონემდე ექსპლუატაციის პროცესში.
  • „გაუმართაობის“ გამავალი სიგნალის ფორმირება სიგნალის შლეიფში დენის შემცირებით ოპტიკური არხის სრული გადაფარვის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმღების ბლოკის გამომსხივარის ბლოკთან კავშირის არარსებობის შემთხვევაში და დრეიფის კომპენსაციის ზღვრული დონის გადამეტებისას. სიგნალი „გაუმართაობა“ დუბლირდება ყვითელი შუქდიოდის განათებებით მიმღების ბლოკზე დიფერენცირებით გაუმართაობის სახეობების მიხედვით.
  • წითელი და ყვითელი შუქდიოდები მიმღების ბლოკზე „ხანძრის“, „გაუმართაობის“ რეჟიმების ინდიკაციის შესაძლებლობით, მათ შორის სიგნალის შეფარდებითი დონის ინდიკაცია რეჟიმში „ტესტი“.
  • შემტყობინებელი განკუთვნილია ორსადენიან მუდმივდენიან შლეიფებში მუშაობისთვის ნომინალური ძაბვით 12 ვ ან 24 ვ.
  • შემტყობინებლის მიერთება მიმღებ-საკონტროლო სახანძრო მოწყობილობაზე ოთხსადენიანი მუდმივდენიანი შლეიფით ან ნიშანცვალებადი შლეიფით ხორციელდება MUSH-DLM შლეიფების შეთანხმების მოდულის მეშვეობით.

 

არტონ-DL1-ის უპირატესობები არტონ-DL-თან შედარებით

  • მნიშვნელოვნად არის გამარტივებული შემტყობინებლის დაკალიბრების პროცედურა დაყენების ადგილზე. დაკალიბრება ხორციელდება „ტესტი/დაკალიბრება“ ღილაკის დაჭერით მიმღების ბლოკში.
  • მნიშვნელოვნად არის გამარტივებული მონტაჟი კომპონენტების სივრცეში ორიენტირების ახალი მექანიზმების წყალობით.
  • ჩაშენებულია დრეიფის კომპენსაციის მექანიზმი (მათ შორის ოპტიკური სისტემის კომპონენტების დაბინძურების კომპენსაცია). აღნიშნული მექანიზმი ავტომატურად აყენებს შემტყობინებლის ამუშავების ზღვარს ქარხნულ დონემდე ექსპლუატაციის პროცესში.
  • „გაუმართაობის“ გამავალი სიგნალის ფორმირება სიგნალის შლეიფში დენის შემცირებით ოპტიკური არხის სრული გადაფარვის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმღების ბლოკის გამომსხივარის ბლოკთან კავშირის არარსებობის შემთხვევაში და დრეიფის კომპენსაციის ზღვრული დონის გადამეტებისას. სიგნალი „გაუმართაობა“ დუბლირდება ყვითელი შუქდიოდის განათებებით მიმღების ბლოკზე დიფერენცირებით გაუმართაობის სახეობების მიხედვით.
  • მიმღების ბლოკზე გაჩნდა წითელი და ყვითელი შუქდიოდები „ხანძრის“, „გაუმართაობის“ რეჟიმების ინდიკაციის შესაძლებლობით, მათ შორის სიგნალის შეფარდებითი დონის ინდიკაცია რეჟიმში „ტესტი“.
243.30

ტექნიკური მახასიათებლები

 
  • კვების ძაბვის დიაპაზონი: 10 – 30 ვ
  • მოხმარების დენი მორიგ რეჟიმში: 4 მა
  • მოხმარების დენი რეჟიმში „ხანძარი“:12±3 მა
  • მოხმარების დენი რეჟიმში “გაუმართაობა”:არაუმეტეს 2 მა-სა
  • მოქმედების სიშორე: 10 – 100 მ
  • მგრძნობელობა (გარემოს ოპტიკური სიმჭიდროვე): 1,5 ± 0,5 dB
  • მექანიკური იუსტირების დასაშვები კუთხეები:ჰორიზონტალურ სიბრტყეში: არანაკლებ < ±27°-სავერტიკალურსიბრტყეში: არანაკლებ < ±20°-სა