სნდ (სამისამართო ნიშანი)

ნიტა-ს პროდუქციის კატალოგი, დოზორის სახანძრო ავტომატიკის სისტემის, სამისამართო სისტემა დოზორი-1ა.

სამისამართო ნიშანი სნდ წარმოადგენს მიკროპროცესორულ მოწყობილობას და განკუთვნილია ნორმალურად განრთული კონტაქტების მქონე კვამლის ან ნებისმიერი კონტაქტური გადამწოდის მისამართის ფორმირებისთვის.  სამისამართო ნიშანი ირთვება სამისამართო შლეიფში, რომელიც ფორმირდება მიმღებ-საკონტროლო მოწყობილობით დოზორი-1А, რომლითაც  ხორციელდება საინფორმაციო გავლა და ეწოდება კვება. სნდ ნიშნების მიერთებისას პოლარულობის დაცვა არ არის აუცილებელი.

ძირითადი შესაძლებლობები:

  • სამისამართო ნიშანი სნდ წარმოადგენს მცირეგაბარიტულ ნიშანს (სულ 26х22х4 მმ), და იმალება მრავალი შემტყობინებლის კორპუსების შიგნით, მაგალითად, კვამლის ან ხელის. ამის წყალობით იგი საკმაოდ მარტივად მონტაჟდება და შეუმჩნეველი ხდება მონტაჟის დასრულების შემდეგ;
  • სნდ სამისამართო ნიშნის გამოყენება იძლევა ჩვეულებრივი ზღურბლური შემტყობინებლების, მაგალითად კვამლის, ხელის ან ალის, აგრეთვე ნებისმიერი ნორმალურად განრთული მშრალი კონტაქტის მქონე გადამწოდის  სამისამართოდ ეფექტურად  გადართვის საშუალებას. ამ შემთხვევაში შემტყობინებელი იძენს საკუთარ უნიკალურ მისამართს სისტემაში. ეს იძლევა ამოქმედებისას მისი ზუსტი ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესაძლებლობას. საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს აგრეთვე ეკონომია მონტაჟის დროს შემაერთებელი სადენების მინიმიზაციისა და იაფფასიანი გადამწოდების  გამოყენების შესაძლებლობის ხარჯზე;
  • ნიშანი უზრუნველყოფს კვების ძაბვას მასთან მიერთებული შემტყობინებლებისთვის, აკონტროლებს მათ მდგომარეობას, ასრულებს მიერთებული ზღურბლური შემტყობინებლის ჩამოყრას მსს-1ა-ს (მიმღებ-საკონტროლო სახანძრო მოწყობილობის) ბრძანებით (შეიძლება დაპროგრამდეს ვარიანტები: ავტომატურად ან ხელით ღილაკის დაჭერით);
  • სნდ სამისამართო ნიშნის კონფიგურირებისას შეიძლება დაინიშნოს ნიშნის გათიშვა განგაშის დროს. ამ შემთხვევაში შემტყობინებლის ამოქმედება არ გამოიწვევს დენის მომეტებულ მოხმარებას სამისამართო შლეიფიდან. ნიშანი ავტომატურად გათიშავს ამოქმედებულ შემტყობინებელს და გადასცემს დამახსოვრებულ ინფორმაციას მსს-1ა-ს (მიმღებ-საკონტროლო სახანძრო მოწყობილობას). ასეთი მიდგომა იცავს სამისამართო ხაზს გადატვირთვისგან დენზე და იძლევა მასზე სხვადასხვა სამისამართო მოწყობილობების მეტი რაოდენობის მიერთების საშუალებას;
  • პროგრამულად სნდ სამისამართო ნიშნები შეიძლება გაერთიანდეს ჯგუფებად,  როგორც ერთმანეთს შორის, ისე სხვა სამისამართო მოწყობილობებთან მათ შორის დრეკადი კავშირების დავალებით;
  • მიაქციეთ ყურადღება, რომ მოწყობილობის სამისამართო შლეიფში მხოლოდ მართვის  სნდ სამისამართო ნიშნების ჩართვისას, რაიმე სხვა სამისამართო მოწყობილობების გარეშე,  შეიძლება არაუმეტეს 200 ცალის დაყენება.