სსნ (სარქველის სამისამართო ნიშანი)

ნიტა-ს პროდუქციის კატალოგი, დოზორის სახანძრო ავტომატიკის სისტემის, სამისამართო სისტემა დოზორი-1ა.

სარქველის სამისამართო ნიშანი სსნ განკუთვნილია გარე დატვირთვის (სარქველით) მართვისთვის  რელეს მშრალი კონტაქტების მეშვეობით მართვადი ჯაჭვის მთლიანობის გაკონტროლებით. სარქველის სამისამართო ნიშანი სსნ აკონტროლებს სარქველის მდგომერეობის გადამწოდების მდგომარეობას, რომლებიც უერთდება გასართებს „დახურვა“ და „გაღება“, აგრეთვე იძლევა სარქველის ხელით მართვის განხორციელების საშუალებას.

ძირითადი შესაძლებლობები:  

  • სარქველის სამისამართო ნიშანი სსნ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის სარქველების სამართავად (კვამლის მოშორების, ცეცხლის შეკავების და სხვა), ამასთან ამ სარქველების ამძრავები შეიძლება იყოს ერთი ძრავით ან ელექტრომაგნიტით, ორი ძრავით, აგრეთვე რევერსული ძრავით (იხილეთ ნახატი 25);
  • გახსოვდეთ, რომ კვამლის მოშორების სარქველები მდგომარეობაში „ნორმა“ დახურულია, ხოლო ცეცხლის შეკავების სარქველები – გახსნილი;
  • შიდა გაუმართაობა, მუხტის უკმარისობა. აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება იყოს კვების ჩართვისთანავე ან რელეს გადართვისთანავე და უნდა გადადიოდეს ნორმაში არაუგვიანეს 5წამისა.
  • ყურადღება! რელეს გამავალი კონტაქტები სარქველის სამისამართო ნიშანზე სსნ დარეკვა ჩვეულებრივი მეთოდით ტესტერის მეშვეობით შეუძლებელია. ეს დაკავშირებულია გარე ჯაჭვის კონტროლის ელექტრონული სქემის არსებობასთან. მათი შემოწმების მიზნით, აგრეთვე მოწყობილობის ამოქმედების კონტროლის მიზნით, რელეს გამავალ კლემებს უნდა მიუერთდეს დატვირთვა (მაგალითად, 12ვ ვარვარის ნათურა ან შუქდიოდი რეზისტორით) და მიეწოდოს ამ დატვირთვის კვების ძაბვა (მაგალითად, 12ვ). გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ გარე ჯაჭვის კონტროლის სქემა ქმნის ძაბვის ვარდნას მოწყობილობის შეკრულ კონტაქტებზე 1,2-1,7ვ კომუტირებადი დენის ზომიდან გამომდინარე.
  • სამისამართო ნიშნის სსნ  კონფიგურირებისას, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს რიგრიგობით ჩართვა (გარკვეული შეყოვნებით დროში), შეზღუდოს ჩართულ მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობა, აგრეთვე მიუთითოს სხვა დროებითი პარამეტრები კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად;
  • პროგრამულად ნიშნები სსნ შეიძლება გაერთიანდეს ჯგუფებად,  როგორც ერთმანეთს შორის, ისე სხვა სამისამართო მოწყობილობებთან მათ შორის დრეკადი კავშირების დავალებით;
  • მიაქციეთ ყურადღება, რომ მოწყობილობის სამისამართო შლეიფში მხოლოდ   სსნ სამისამართო ნიშნების ჩართვისას, რაიმე სხვა სამისამართო მოწყობილობების გარეშე,  შეიძლება არაუმეტეს 186 ცალის დაყენება, რათა არ იქნას გადაჭარბებული სამისამართო შლეიფის დატვირთვის უნარი (280 მა / 1,5 მა = 186 ც.).