გსნ (გაშვების სამისამართო ნიშანი)

ნიტა-ს პროდუქციის კატალოგი, დოზორის სახანძრო ავტომატიკის სისტემის, სამისამართო სისტემა დოზორი-1ა.

გაშვების სამისამართო ნიშანი გსნ განკუთვნილია დენის იმპულსის გადასაცემად ხანძრის ჩაქრობის მოდულების ან სხვა მოწყობილობების აქტივაციის მიზნით. გააჩნია გაშვების ჯაჭვის მთლიანობის კონტროლი, „სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად. გამშვები იმპულსის გადასაცემად გამოიყენება ტევადობა, რომელიც დაყენებულია სამისამართო ნიშნის გსნ შიგნით. სამისამართო ნიშნების გსნ მიერთებისას პოლარულობის დაცვა აუცილებელი არ არის.

ძირითადი შესაძლებლობები:

  • სამისამართო ნიშნები გსნ გამოიყენება ჩაქრობის სხვადასხვა მოდულების გასაშვებად, რომლებიც მოქმედებაში მოდის პიროპატრონის დაშლის შედეგად. ყველაზე ხშირად აღნიშნული მოდულები არის ფხვნილური ჩაქრობის;
  • ყურადღება! უნდა გაითვალისწინოთ, რომ სამისამართო ნიშნების გსნ მიერ მოდულის გაშვებისთვის გამოცემულ ენერგიას აქვს გარკვეული შეზღუდვები. პირველ რიგში, აღნიშნული გაშვების იმპულსის დენის ძალა, რომელიც ვერ იქნება 120-150მა-ზე მეტი. მეორე კი არის გამშვები იმპულსის შეკავების დრო, რომელიც შეადგენს 1-2 წამს. შესაბამისად, რეკომენდირებულია აღნიშნული პარამეტრების შედარება მოთხოვნილ საპასპორტო მნიშვნელობებთან მოდულების კონკრეტული მარკისთვის;
  • სამისამართო ნიშნის გსნ კონფიგურირებისას მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს დატვირთვის (მაგალითად, ფხვნილის მოდულების) რიგრიგობით ჩართვის ორგანიზება (გარკვეული შეყოვნებით დროში), შეზღუდოს ჩართულ მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობა, აგრეთვე მიუთითოს სხვა დროებითი პარამეტრები კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად;
  • პროგრამულად ნიშნები გსნ შეიძლება გაერთიანდეს ჯგუფებად,  როგორც ერთმანეთს შორის, ისე სხვა სამისამართო მოწყობილობებთან მათ შორის დრეკადი კავშირების დავალებით;
  • მიაქციეთ ყურადღება, რომ მოწყობილობის სამისამართო შლეიფში მხოლოდ   გსნ სამისამართო ნიშნების ჩართვისას, რაიმე სხვა სამისამართო მოწყობილობების გარეშე,  შეიძლება არაუმეტეს 140 ცალის დაყენება, რათა არ იქნას გადაჭარბებული სამისამართო შლეიფის დატვირთვის უნარი (280 მა / 2 მა = 140 ც.).