რსნ (რელეს სამისამართო ნიშანი)

ნიტა-ს პროდუქციის კატალოგი, დოზორის სახანძრო ავტომატიკის სისტემის, სამისამართო სისტემა დოზორი-1ა.

რელეს სამისამართო ნიშანი რსნ მცირე მოხმარების განკუთვნილია გარე დატვირთვის სამართავად რელეს კონტაქტების მეშვეობით სამართავი ჯაჭვის მთლიანობის გაკონტროლებით. სამართავი ჯაჭვის მთლიანობა მოწმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დატვირთვა უერთდება ნორმალურად განრთულ კონტაქტებს. მოწყობილობაში განთავსებულია ზღუდარი, რომელიც იძლევა ჯაჭვის მთლიანობის კონტროლის გათიშვის საშუალებას, და ზღუდარი, რომელიც თიშავს შესამოწმებელ დენს.

ძირითადი შესაძლებლობები:

  • რელეს სამისამართო ნიშანი რსნ უწყვეტად გადასცემს მსს-1ა-ზე (მიმღებ-საკონტროლო სახანძრო მოწყობილობაზე) ინფორმაციას თავისი მდგომარეობის შესახებ, აგრეტვე იღებს მსს-1ა-დან (მიმღებ-საკონტროლო სახანძრო მოწყობილობიდან) ბრძანებებს დატვირთვის ჩართვისა და გამორთვის შესახებ. ჩართვის ბრძანების დროს რელეს სამისამართო ნიშანს რსნ შეუძლია არა მხოლოდ ჩართოს დატვირთვა, არამედ იმუშაოს ციმციმის რეჟიმში სიხშირით 1 ჰც. ციმციმის რეჟიმი ჩართულ მდგომარეობაში საკმაოდ ხშირად გამოიყენება სხვადასხვა შუქის და ხმის შემტყობინებლების ნიშანზე მიერთების დროს;
  • რელეს სამისამართო ნიშნის რსნ კომუტირებადი სიმძლავრე არ არის ისეთი დიდი, როგორც რელეს სამისამართო ნიშნისა რსნ1, მაგრამ მოხმარების დენი სამისამართო შლეიფისგან მას მნიშვნელოვნად ნაკლები აქვს. ეს იძლევა ერთ მსს-1ა-თან (მიმღებ-საკონტროლო სახანძრო მოწყობილობასთან) ერთდროულად მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის სამისამართო მოწყობილობების გამოყენების შესაძლებლობას;
  • სხვა განსხვავება რელეს სამისამართო ნიშანსა რსნ და რელეს სამისამართო ნიშანს რსნ1 შორის არის გადართვის გასასვლელების მდგომარეობის შენარჩუნება კვებისა და კავშირის  დაკარგვის დროსაც კი სამისამართო შლეიფით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს რელეს სამისამართო ნიშნის რსნ გადასართველი კონტაქტები, ისინი დარჩებიან ამ მდგომარეობაში იმ დრომდე, სანამ არ მოხდება მათი გადართვა მსს-1ა-დან (მიმღებ-საკონტროლო სახანძრო მოწყობილობიდან) ბრძანებით, მიუხედავად იმისა, თუ რა მოუვა ნიშანს, სამისამართო შლეიფიდან მისი სრულად გათიშვამდეც კი. ეს მნიშვნელოვნად ამაღლებს მთლიანობაში უსაფრთხოების სისტემის საიმედოობას;
  • პრაქტიკაზე, რელეს სამისამართო ნიშანი რსნ გამოიყენება სხვადასხვა შემტყობინებლების, სარქველების  (ცეცხლშემკავებელი, კვამლის მოსაშორებელი და სხვა), ტექნოლოგიური მოწყობილობების მართვისთვის, აგრეთვე ჩაქრობის მოდულების (აირის, ფხვნილის, აეროზოლის) ასამოქმედებლად. რელეს სამისამართო ნიშნის რსნ კონფიგურირებისას მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს დატვირთვის (მაგალითად, ფხვნილის მოდულების) რიგრიგობით ჩართვის  ორგანიზება (გარკვეული შეყოვნებით დროში), შეზღუდოს ჩართულ მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობა, აგრეთვე მიუთითოს სხვა დროებითი პარამეტრები კონკრეტული  ამოცანების გადასაწყვეტად;
  • პროგრამულად მართვის სამისამართო ნიშნები მსნ შეიძლება გაერთიანდეს ჯგუფებად, როგორც ერთმანეთს შორის, ისე სხვა სამისამართო მოწყობილობებთან მათ შორის დრეკადი კავშირების მითითებით;
  • მიაქციეთ ყურადღება, რომ მოწყობილობის სამისამართო შლეიფში მხოლოდ მართვის სამისამართო ნიშნების მსნ  ჩართვისას, რაიმე სხვა სამისამართო მოწყობილობების გარეშე,  შეიძლება არაუმეტეს 186 ცალის დაყენება, რათა არ იქნას გადაჭარბებული სამისამართო შლეიფის დატვირთვის უნარი (280 მა / 1,5 მა = 186 ც.).