სნტ (სამისამართო ნიშანი)

ნიტა-ს პროდუქციის კატალოგი, დოზორის სახანძრო ავტომატიკის სისტემის, სამისამართო სისტემა დოზორი-1ა.

სამისამართო ნიშანი სნტ განკუთვნილია მისამართის ფორმირებისთვის ერთი თბური ან ნებისმიერი საკონტაქტო გადამწოდისთვის  ნორმალურად შეკრული კონტაქტებით. სამისამართო ნიშანი უერთდება სამისამართო შლეიფს, რომელიც ფორმირდება მსმ-1А-თ (მიმღებ-საკონტროლო მოწყობილობით ), რომლის  მეშვეობითაც ხდება საინფორმაციო გაცვლა და ეწოდება კვება. სამისამართო ნიშნების სნტ მიერთებისას პოლარულობის დაცვა აუცილებელი არ არის.

ძირითადი შესაძლებლობები:

  • სამისამართო ნიშანი სნტ წარმოადგენს მცირეგაბარიტულ ნიშანს (სულ 26х18х4 მმ), და იმალება მრავალი შემტყობინებლის კორპუსების შიგნით. ამის წყალობით იგი საკმაოდ მარტივად მონტაჟდება და შეუმჩნეველი ხდება მონტაჟის დასრულების შემდეგ, რითაც უზრუნველყოფს მოხერხებულობას და ესთეტიურობას;
  • სნტ სამისამართო ნიშნის გამოყენება იძლევა ჩვეულებრივი იაფფასიანი  ზღურბლური შემტყობინებლის, მაგალითად კვამლის ან მაგნიტოკონტაქტური, (აგრეთვე ნებისმიერი ნორმალურად განრთული მშრალი კონტაქტის მქონე გადამწოდის)  სამისამართოდ ეფექტურად  გადართვის საშუალებას. სრულყოფილ სამისამართო-ანალოგურ ნიშანთან შედარება, რა თქმა უნდა, არ ღირს, მაგრამ ამ მეთოდის უდავო უპირატესობები პრაქტიკაზე ფართოდ გამოიყენება;
  • შემტყობინებელი იძენს თავის უნიკალურ მისამართს სისტემაში. ეს იძლევა ამოქმედებისას მისი ზუსტი ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესაძლებლობას;
  • ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს აგრეთვე ეკონომია მონტაჟის დროს შემაერთებელი სადენების მინიმიზაციისა და იაფფასიანი გადამწოდების  გამოყენების შესაძლებლობის ხარჯზე. სამისამართო ნიშანი სნტ შეიძლება ასევე მუშაობდეს დამცავ შემტყობინებლებთან, ვინაიდან გააჩნია აპარატული შესაძლებლობა დააფიქსიროს ხანმოკლე ამოქმედებებიც კი  და დაიმახსოვროს ისინი ინფორმაციის მსს-1ა-ზე (მიმღებ-საკონტროლო სახანძრო მოწყობილობაზე) გადაცემის მომენტამდე;
  • ნიშანში რეალიზებულია მშრალი კონტაქტების შესაძლო მსხვრევისგან ეფექტური დაცვა;
  • პროგრამულად სნტ ნიშნები შეიძლება გაერთიანდეს ჯგუფებად,  როგორც ერთმანეთს შორის, ისე სხვა სამისამართო მოწყობილობებთან მათ შორის დრეკადი კავშირების დავალებით;
  • მიაქციეთ ყურადღება, რომ მოწყობილობის სამისამართო შლეიფში მხოლოდ მართვის  სნტ სამისამართო ნიშნების ჩართვისას, რაიმე სხვა სამისამართო მოწყობილობების გარეშე,  შეიძლება არაუმეტეს 140 ცალის დაყენება, რათა არ იქნას გადაჭარბებული სამისამართო შლეიფის დატვირთვის უნარი (280 მა / 2 მა = 140 ც.).