მსნ (მართვის სამისამართო ნიშანი)

ნიტა-ს პროდუქციის კატალოგი, დოზორის სახანძრო ავტომატიკის სისტემის, სამისამართო სისტემა დოზორი-1ა.

მართვის სამისამართო ნიშანი მსნ განკუთვნილია: 12ვ (24ვ) ძაბვის ფორმირებისთვის შუქის და ხმის შემტყობინებლების კვების, აგრეთვე მათი მართვის მიზნით; ოთხსადენიან გადამწოდებთან მუშაობისთვის, რომლებიც ითხოვენ კვების მიყვანას (დაცვის, ალის და სხვა). კვება ხორციელდება როგორც სამისამართო შლეიფიდან, ისე გარე წყაროდან 12ვან 24ვ.

ძირითადი შესაძლებლობები:

  • მართვის სამისამართო ნიშანს მსნ აქვს ორი გამოსასვლელი (გასართები «±გას1» და «±გას2») და ერთი გასასვლელი (გასართი «შესვლა»). გასასვლელები ირთვება და ითიშება ერთდროულად ბრძანებით მსს-1ა-დან (მიმღებ-საკონტროლო სახანძრო მოწყობილობიდან) (პირობები და პარამეტრები ინიშნება კონფიგურაციის დროს). თუ გასასვლელები გამორთულია, ისინი მუშაობენ უკუფაზაში, და გასცემს მეანდრს (მართკუთხედი ფორმის სიგნალს) სიხშირით 1 ჰც, სიმეჩხრით 50%, ძაბვით 12ვ და დენით 20მა-მდე შლეიფისგან კვებით და 200მა-მდე კვებით გარე წყაროსგან. ეს იძლევა ერთდროულად, მაგალითად, შუქის და ხმის (ან შუქ-ხმის) შემტყობინებლების მიერთების საშუალებას. ორივე გასასვლელზე ხორციელდება მართვადი ჯაჭვის მთლიანობის კონტროლი, „სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად;
  • გასართი «შესვლა» განკუთვნილია დენის მომხმარებელი გადამწოდების ნორმალურად შეკრული კონტაქტების, მაგალითად დაცვის კონტაქტების  მისაერთებლად;
  • თუ მოისაზრება, რომ მართვის სამისამართო ნიშანი მსნ უნდა მუშაობდეს შუქის და ხმის შემტყობინებლებთან, ამ შემტყობინებლებიდან ერთერთი (ნებისმიერი) უერთდება გასართს «±გას1», ხოლო მეორე გასართს «±გას2». ამ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს «შესვლა» გასართის მოკლე შერთვა, მასზე ნორმის მდგომარეობის იმიტირებით. შესაბამისად, როცა იქნება მიწოდებული მართვის სამისამართო ნიშნის მსნ ჩართვის სიგნალი, შუქის შემტყობინებელი იციმციმებს, ხოლო ხმის შემტყობინებელი გამოსცემს შესაბამის წყვეტილ ხმას;
  • ასეთი მიდგომის მთავარი უპირატესობა  იმაშია, რომ ერთ მართვის სამისამართო ნიშანს მსნ შეიძლება შეუერთდეს ერთდროულად ორი შემტყობინებელი. თუ საჭიროა, რომ დატვირთვის ჩართვისას ძაბვა იყოს უწყვეტი, გასართები «±გას1» და «±გას2» ერთიანდება ერთმანეთთან პარალელურად (პლიუსი პლიუსთან, მინუსი მინუსთან). ამ შემთხვევაში უკუფაზური სიგნალები ორივე გასასვლელიდან ედება ერთმანეთს და გამოდის უწყვეტი სიგნალი. უნდა აღინიშნოს, რომ მართვის სამისამართო ნიშნის მსნ  დამტვირთავი შესაძლებლობა ამ შემთხვევაში დარჩება უცვლელი, კერძოდ 20 მა შლეიფისგან კვებისას და 200მა გარე წყაროდან კვებისას;
  • თუ მოისაზრება, რომ მართვის სამისამართო ნიშანი მსნ უნდა მუშაობდეს ოთხსადენიან (მაგალითად, დაცვის) შემტყობინებლებთან, შემტყობინებლის კვება ხორციელდება გასართებიდან «±გას1» და «±გას2», რომლებიც გაერთიანებული ართმანეთთან პარალელურად, ხოლო შემტყობინებლის ნორმალურად შეკრული მშრალი კონტაქტები უერთდება გასართს «შესვლა». პრაქტიკაზე, მართვის სამისამართო ნიშანი მსნ გამოიყენება არსებული ხმის და შუქის შემტყობინებლების აბსოლუტურ უმრავლესობასთან, აგრეთვე დაცვის ოთხსადენიან შემტყობინებლებთან  მუშაობისთვის;
  • ყურადღება! უნდა გახსოვდეთ, რომ მართვის სამისამართო ნიშანში მსნ  კომუტირებადი ძაბვა შეადგენს 12ვ, ხოლო დენი შეზღუდულია 20 მა დონეზე კვებისას შლეიფიდან და 1ა კვებისას გარე წყაროდან. შესაბამისად, რეკომენდირებულია ამ პარამეტრების შედარება საჭირო საპასპორტო მნიშვნელობებთან შემტყობინბლების ან მაუწყებლების კონკრეტული მარკებისთვის;
  • მართვის სამისამართო ნიშნის მსნ კონფიგურირებისას მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს დატვირთვის (მაგალითად, ფხვნილის მოდულების) რიგრიგობით ჩართვის ორგანიზება (გარკვეული შეყოვნებით დროში), შეზღუდოს ჩართულ მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობა, აგრეთვე მიუთითოს სხვა დროებითი პარამეტრები კონკრეტული  ამოცანების გადასაწყვეტად;
  • პროგრამულად მართვის სამისამართო ნიშნები მსნ შეიძლება გაერთიანდეს ჯგუფებად, როგორც ერთმანეთს შორის, ისე სხვა სამისამართო მოწყობილობებთან მათ შორის დრეკადი კავშირების მითითებით;
  • მიაქციეთ ყურადღება, რომ მოწყობილობის სამისამართო შლეიფში მხოლოდ მართვის სამისამართო ნიშნების მსნ  ჩართვისას, რომლებიც იღებენ კვებას შლეიფისგან, შეიძლება არაუმეტეს 12 ცალის დაყენება, რათა არ იქნას გადაჭარბებული სამისამართო შლეიფის დატვირთვის უნარი (280 მა / 22 მა = 12 ც.);
  • გარე წყაროსგან კვების დროს 12ვ შეიძლება არაუმეტეს 140 ცალის ჩართვა (280 მა / 2 მა = 140 ც.).