იზო (სამისამართო შლეიფის იზოლატორი)

ნიტა-ს პროდუქციის კატალოგი, დოზორის სახანძრო ავტომატიკის სისტემის, სამისამართო სისტემა დოზორი-1ა.

სამისამართო შლეიფის იზოლატორი (იზო) წარმოადგენს მიკროპროცესორულ მოწყობილობას და განკუთვნილია შლეიფის მონაკვეთის იზოლაციისთვის, მისი მოკლე შერთვის შემთხვევაში. იზოლატორი ირთვება სამისამართო შლეიფში, რომელიც ფორმირდება მსს-1ა-ით (მიმღებ-საკონტროლო სახანძრო მოწყობილობით). იზო წარმოადგენს დამოუკიდებელ მოწყობილობას, რომელიც შლეიფისგან იღებს მხოლოდ კვებას.

ძირითადი შესაძლებლობები:

  • სისტემაში იზო-ს რაოდენობის, აგრეთვე მათი დაყენების ადგილის განსაზღვრა ხორციელდება ინდივიდუალურად;
  • ამ მაგალითში არის სამისამართო შლეიფის ექვსი მონაკვეთი, ყოველ მათგანზე შეიძლება იმყოფებოდეს სამისამართო მოწყობილობების  ნებისმიერი რაოდენობა. შლეიფის ტოპოლოგია, მეტი თვალსაჩინოებისთვის, მიღებულია თავისუფლად (რგოლი + მინზარდი). თუ მოხდება მოკლე შერთვა ნებისმიერ მონაკვეთზე, შლეიფში არსებული იზოლატორები იზო გათიშავენ გაუმართავ მონაკვეთს მისი დანარჩენი ნაწილისგან. ასე, თუ გაუმართაობა (კერძოდ მოკლე შერთვა) წარმოიშობა მონაკვეთებზე №1, №2, №3, №4 ან №6, შესაბამისი მონაკვეთი „გამოირთვება“ დანარჩენებისგან და ყველა დანარჩენი მონაკვეთი განაგრძობენ ნორმალურ მუშაობას. ამასთან მსს-1ა (მიმღებ-საკონტროლო სახანძრო მოწყობილობა) გამოსცემს სიგნალს მოწყობილობებთან კავშირის დაკარგვის შესახებ, რომლებიც იმყოფება სამისამართო შლეიფის ბლოკირებულ (გაუმართავ) მონაკვეთზე, რაც იძლევა წარმოქმნილი გაუმართაობის სწრაფი აღმოჩენისა და  მისი აღმოფხვრისთვის ზომების მიღების შესაძლებლობას.  ოდნავ სხვანაირი იქნება ვითარება  გაუმართაობის შემთხვევაში მონაკვეთზე №5, ვინაიდან ამ შემთხვევაში გაითიშება როგორც მონაკვეთი №5, ისე მონაკვეთი №6. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი რგოლური შლეიფის ტოპოლოგია (ცალკეული მინაზარდების გარეშე), არი უფრო დაცული, როგორც შესაძლო მოკლე შერთვისგან, ისე წყვეტისგან. ამრიგად, რამდენიმე იზო-ს არსებობა სამისამართო შლეიფში იძლევა საშუალებას უფრო ზუსტად დადგინდეს დაზიანებული მონაკვეთი და უზრუნველყოფილ იქნას სამისამართო მოწყობილობების დარჩენილი ნაწილის ქმედუნარიანობა;
  • ყურადღება! იზო-ს რაოდენობა სამისამართო შლეიფში არ უნდა აღემატებოდეს 20 ცალს, მიუხედავად მცირე მოხმარებული დენისა. აღნიშნული  განპირობებულია მათში ზოგადი ძაბვის დაცემით.