თითოეული პროქტი ინდივიდუალურია და განსხვავდება მათი სირთულე და მასშტაბი, შესაბამისად ჩვენი თითოეული სერვისის დაანგარიშებაც ხდება ინდივიდუალურად. ჯამური საფასური დამოკიდებულია პროექტზე და ასევე პროდუქციაზე. ასეთი შეკითხვის არსებობისას რეკომენდებულია გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს გუნდთან, რათა თავიდან აირიდოთ ზედმეტი ხარჯი და დროულად შესრულდეს პროექტი.
ჩვენთან წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია უშუალოდ კომპანია ჯეტექსში. შეძენამდე სასურველია გაიაროთ შესაბამისი კონსულტაცია ჩვენს გუნდთან და შემდეგ მოხდეს პროდუქციის შეძენა. მასშტაბური პროექტებისთვის ინდივიდუალურად განიხილება შეკვეთა და საგარანტიო პირობები.
ჯეტექსი სრულად პასუხისმგებელია შესრულებულ სამუშაოებზე და რეალიზებულ პროდუქციაზე გაიცემა ქარხნული ოფიციალური გარანტია. კომპანია ფლობს შესაბამის ISO სერთიფიკატს და სარგებლობს უმაღლესი რეპუტაციით ამიერკავკასიის ბაზარზე.
კომპანია ჯეტექსი თანამშრომლობს მხოლოდ მაღალი სტანდარტების მქონე მწარმოებლებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან. პროექტების სპეციფიკიდან გამომდინარე და დამკვეთის სურვილისამებრ ინდივიდუალურად ხდება კონკრეტულ სერვისზე შესაბამისი პროდუქტის შერჩევა. არსებული სტატისტიკით ჩვენი მომწოდებლები ძირითადად არინ თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან.
შესაძლებელია არსებული პროექტის მიხედვით ჩვენი სერვისების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში პროექტის ავტორთან თანამშრომლობა, თუმცა აუცილებელია მოხდეს აღნიშნული პროექტის რევიზია და სამუშაოების შემდგომ განხორციელება.
სასურველია, რომ პროექტირებასაც და სერვისებსაც ასრულებდეს კომპანია ჯეტექსი, რათა გარანტირებულად დაზღვეულები ვიყოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან.
ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ კომპანია ჯეტექსს, ოფიციალურ ფოსტაზე ან გაიაროთ სატელეფონო კონსულტაცია რათა დაიგეგმოს შეხვედრა და განვიხილოთ პროექტი.