Fire alarm systems

Service Description
სახანძრო სიგნალიზაციის ავტომატური და მექანიკური სისტემები უზრუნველჰყოფს კვამლისა და ხანძრის აღმოჩენას მყისიერად და ააქტიურებს სიგნალიზაციას და მასთან მიბმულ სერვისებს, რაც თავის მხრივ იცავს შენობას და მასში მყოფ ადამიანებს დაზიანებისგან. სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა ძირითადად შედგება სამართავი მოდულისგან და სხვადასხვა მულტიფუნქციური სენსორებისგან, რომლებიც განლაგებულია შენობის სხვადასხვა სტრატეგიულ წერტილში და რეაგირებს კვამლზე, მავნე აირებზე და ხანძარზე. ასევე ამ სისტემას უერთდება განგაშის ღილაკები, გახმოვანების სიტემები და სხვა მულტიფუნქციური მოდულები რომლებიც უზრუნველჰყოფენ ხანძრის ლოკალიზებას, ქრობას, ჰაერის დაწნეხვასა და სწორ მიმოცვლას და რაც მთავრია საევაკუაციო სისტემის აქტივაციას. სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის შერჩევა, დაპროგრამება და მონტაჟი ხდება კონკრეტული პროექტის მიხედვით და მასზე სხვადასხვა სერვისების დაერთებაც პროექტისთვის გათვალისწინებული სტანდარტის მიხედვით ხდება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სავალდებულოა აღნიშნული სისტემების დანერგვა შენობებში შესაბამისი ISO სტანდარტების მიხედვით.
Other Services
en_USEnglish